მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების წესში ცვლილება შევიდა - დანამატის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა
31-07-2021

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, სტატუსის დანამატის მიმღებთა ჩამონათვალის რაოდენობა გაიზარდა. დანამატი განესაზღვრება განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ სპეციალურ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე სპეციალურ მასწავლებელსაც.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ეძლევა:
განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით“ განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი და ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ  საგანს/საგნებს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203