სენაკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარებულმა მუსიკის ღია გაკვეთილმა მიწვეულ სტუმართა მოლოდინს გადააჭარბა
11-01-2018

სენაკის N1 საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგმა დარეჯან ფაჩულიამ ფოლკლორში ღია გაკვეთილი მე-9 კლასში ჩაატარა.

„თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია ღმერთს ადამიანისათვის, სიყვარულის ნიჭია და ეს ნიჭი უდაოდ გააჩნია ქალბატონ დარეჯანს,“ - აღნიშნავენ სკოლის მასწავლებლები.

სწორედ სამშობლოსა და ფოლკლორის სიყვარულს მიუძღვნა ეს არაჩვეულებრივი გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გამოევლინათ თავიანთი ნიჭი და თვისებები. საგაკვეთილო პროცესი უფრო და უფრო საინტერესო ხდებოდა და ამავდროულად სასიამოვნო. გაკვეთილის დასასრულს, ,,კოლხურმა ტრიომ"  საოცარი სიმღერები შესთავაზა მსმენელს და ბოლოს მოსწავლეებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მიწვეულ სტუმრებს. 

სკოლის წარმომადგენლების თქმით, გაკვეთილს საოცრად თბილი დასაწყისი ჰქონდა და დასასრულმა კი მოლოდინს გადააჭარბა.        

გაკვეთილს ესწრებოდა სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და მიწვეული სტუმრები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203