ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის ინფორმაციით შედეგების გამოქევეყნება დაიწყო - დღეს აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ქულის ნახვა შეეძლებათშედეგების სანახავად გადადით გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდის შემდეგ ბმულზე online.naec.ge აბიტურიენტებს, შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეუძლიათ. მობილური ტელეფონიდან საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე მითითებული ცხრა ნიშნა რიცხვი) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333. აღნიშნული მომსახურების საფასური 50 თეთრია, რაც ანგარიშიდან ჩამოეჭრება.
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი (17.5 ქულაზე მეტი). მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ.
ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ.
იხილეთ:
როგორ უნდა გაიგონ აბიტურიენტებმა გამოცდაზე მიღებული შედეგები - ინსტრუქცია