გარემოს დანაგვიანების თემაზე ჩატარებულ ღია გაკვეთილს, გუმბათის სკოლაში შეფასების ჯგუფი აკვირდებოდა
ბუნების საგანში გუმბათის სკოლამ შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილისთვის, პედაგოგმა, ცირა კახაძემ თემა „გარემოს დანაგვიანება“ შეარჩია.
შიდა დაკვირვების გაკვეთილი ამჯერად მე-3 კლასის მოსწავლეებში ჩატარდა. მოზარდები საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროგრამაში, რამაც სპეციალურად მოწვეული შეფასების ჯგუფისგან მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები