„ძმაკაცს ორი ქულა დააკლდა და ჯიგრულ პონტში ვერ მოუმატებთ?“ - აბიტურიენტები გამოცდების შედეგების ნახვის შემდეგ
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დაიწყო. გუშინ ქართული ენისა და ლიტერატურის ქულები გახდა ცნობილი, დღეს - უცხოური ენის. აბიტურიენტებისთვის ეს პროცესი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ბუნებრივია, თითოეული მათგანი ღელავს, თუმცა იუმორის გრძნობას ამ შემთხვევაშიც არ კარგავენ და საკუთარ შედეგებს ასე ეხმაურებიან:
- „წამიერად თქვენც დაგიბნელდათ?“
- „ჩემ შვილს შეცდომა არ ჰქონდა, მაგრამ 0 ქულა დაუწერეთ და ამის პასუხი იყო, რომ დამოუკიდებელი აზროვნებით არ არის დაწერილიო. დამოუკიდებლად არ წერდნენ იქ ბავშვები? აბა, ვინ ეხმარებოდა?“
- „აბა ჯარისკაცებო და დიასახლისებო გამოჩნდით“
- „ვიღაც მაგარი ბოღმიანი ასწორებდა ჩემს ტესტს უეჭველი“
- „ბოლოს მაინც ყველა ტაქსისტი იქნება“
- „მადლობა, გათხოვებას გადავურჩი“
- „1 ზედმეტი ოთახი მაქვს და სახლიდან გამოგდებულს შეგიფარებთ“
- „მადლობა ნაეკ, ოჯახს უფრო შევუყვარდი 70/70“
- „ვიქირავებ ან შევიძენ თეთრ პრიუსს შეღავათიან ფასად“.
- „სანამ ბოლომდე წავიკითხე გაშავდა სამყარო“.
- „ისე იჟრიალეთ მე, რომ დამაჟრიალა ახლა ამ პოსტის დანახვაზე.“
ასევე იხილეთ სქრინები სოციალური ქსელიდან: