ზედა ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ზეიმი მნიშვნელოვანი დევიზით და შინაარსით დატვირთეს.
მოსწავლეების დევიზი იყო - „ნუ გადაყრით ერთჯერად ჭიქებს და ნუ დააბინძურებთ გარემოს“.
მოსწავლეებმა ამ კამპანიის პოპულარიზაციისთვის ზეიმზე ერთჯერადი გამოყენების ჭიქებისგან თოვლის ბაბუა დაამზადეს და ნივთებს მეორე „სიცოცხლე“ შესძინეს.
ამით მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ბუნებასა და გარემოს გაფრთხილება სჭირდება.
იხილეთ ფოტო