მასწავლებლები მეორე სემსტრამდე სტატუსის დანამატს ვერ მიიღებენ - მიზეზი გამოცდების შედეგების გამოუცხადებლობაა
03-08-2021

მასწავლებლების გამოცდები დასრულდა, ახლა მხოლოდ დამატებითი სესიებია დარჩენილი იმ აპლიკანტებისთვის, ვინც კოვიდის გამო ძირითად სესიებს ვერ დაესწრო და ბუნებრივია, ახლა ყველა მოუთმენლად ელის შედეგებს; თუმცა როგორც ირკვევა, სულ ტყუილად, რადგან, როგორც ოფიციალურმა უწყებებმა - მასწავლებლის სახლმა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განმარტეს, ჯერჯერობით პასუხები არ იქნება. ის კი არა, მასწავლებლის სახლის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში გარკვევით ეწერა, რომ ახალი სასწავლო წლის მეორე სემესტრამდე გაირკვეოდა, ვინ ჩააბარა წარმატებით გამოცდა და ვინ არა.

ამ ყველაფერმა მასწავლებელთა უკმაყოფილება რამდენიმე ფაქტორის გამო გამოიწვია, მათ შორის უმთავრესი კი ის გახლავთ, რომ პრაქტიკოსები, მასწავლებლობის მსურველები და სპეცმასწავლებლები, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრამდე უფროსის სტატუსის მოპოვებას ვერ შეძლებენ, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ სკოლაში დასაქმებული ასეთი კადრები ვერც სტატუსის დანამატს მიიღებენ. ანუ გამოდის, ერთი მხრივ, იმ პრაქტიკოსების სკოლიდან გაშვებას ერიდებიან, ვინც ბარიერი ვერ დაძლია, ხოლო მეორე მხრივ შთამბეჭდავ ეკონომიას აკეთებენ მათ ხარჯზე, ვისაც წესით, სტატუსი შემოდგომით უნდა ამაღლებოდა და შესაბამისი დანამატიც მიეღო. 

იხილეთ ასევე:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203