საშობაო ღონისძიებამ, უდის N1 საჯარო სკოლაში, მილოცვებისა და სიმღერების ფონზე ჩაიარა
18-01-2018

უდის N1 საჯარო სკოლაში ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება „25 დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო“ გაიმართა. 

საშობაო ღონისძიებაზე ლექსები, სიმღერები და საცეკვაო ნომრები შესრულდა.

პატარა მონაწილეების გამოსვლებს თან საშობაო ტრადიციების ამსახველი ფოტოები ახლდა.

სკოლის დირექტორმა, რ. გზირიშვილმა, სასწავლო ნაწილის გამგემ, ს. მერაბიშვილმა და კლასის დამრიგებელმა, მ.გელაძემ მშობლებთან ერთად დალოცეს პატარები და მათ ბედნიერი შობა ახალი წელი უსურვეს.

უდის N1 სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „თოვლის ბაბუას სახელოსნო" განახორციელეს, სადაც ბავშვებმა საახალწლო ნაძვის ხის მორთულობა: თოვლის ბაბუა, ნაძვის ხეები, ფიფქები, ფერადი ქარალდის ბამბის ჯაჭვები დაამზადეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203