უნივერსიტეტების საყურადღებოდ - ახალი ბრძანება ძალაშია
04-08-2021

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის თამარ მახარაშვილის ბრძანებით დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლები. 

ენის დაუფლება;  (ბრძანება N757069)
ქართული ფილოლოგია;  (ბრძანება N757085)
ფილოსოფია;  (ბრძანება N757091)
ისტორია;  (ბრძანება  N757082)
არქეოლოგია.  (ბრძანება N757088)

„თითოეული დარგობრივი მახასიათებლის შემუშავება მოხდა შესაბამისი დარგობრივი საბჭოების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, შრომის ბაზრის წარმომადგენლების ფართო ჩართულობით. დარგობრივი მახასიათებლების არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შესაბამის სფეროებში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების პროცესის მეტ ობიექტურობას, თანამიმდევრულობასა და გამჭვირვალობას“, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203