ახალი საათობრივი ბადე დამტკიცდა - ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში
04-08-2021
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა. ბრძანებას ხელს განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს და არაქართულენოვან სკოლებს ეხება.
ბრძანებით განისაზღვრა, საათობრივი ბადე კლასების მიხედვით და შემაჯამებელი დავალებების სავალდებულო მინიმალური რაოდენობა. ასევე, მოსწავლეებისთვის საგნობრივი კომპეტენციები საბაზო და საშუალო საფეხურებზე.