მოსწავლეთა რა რაოდენობასა და რომელ საგნებზე იყოფა კლასი - ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებას ხელს განათლების მინისტრი აწერს
04-08-2021

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, მკაცრდაა გაწერილი, თუ რა შემთვევაში შეიძლება პარალელური კლასების არსებობა სკოლაში, რა რაოდენობის მოსწავლეებზე უნდა გაიყოს კლასი და რომელ საგნებში. 

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნულ სასწავლო გეგმას შეიმუშავებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი.“.

2. 2​1 მუხლის „ლ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) თემატური ბლოკი/ჩარჩო – იმ საგნებში, რომლებშიც სასწავლო თემები მჭიდროდ არ უკავშირდება სტანდარტის შედეგებს (ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), უცხოური ენები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, მათემატიკა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი), სავალდებულო თემების ნაცვლად თემატური ბლოკები/ჩარჩოებია წარმოდგენილი. ისინი ქმნის საერთო საფუძველს წლიურ პროგრამაში კონკრეტული სასწავლო  თემების განსაზღვრისათვის;“.

3. მე-8 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ენას, როგორც საგანს, რომლის მიზანი ენის სწავლებაა. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასეთ საგნებს წარმოადგენს ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის), აფხაზური ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, მათ შორის, ეთნიკურ უმცირესობათა ენები.“.

4. მე-17 მუხლის:

ა) მე-3 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15. გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება სამინისტროს იმ ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრთან (შემდგომში – რესურსცენტრი) შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა.  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (შემდგომში – ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით.                                                               

4. 2014-2015 სასწავლო წლამდე საჯარო სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეთათვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 30 მოსწავლით. მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. თანხმობა გაიცემა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით კონკრეტულ მოსწავლეზე და ვრცელდება ამავე მოსწავლის მიერ ამავე სკოლის მომდევნო კლასში სწავლის გაგრძელებისას. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს. პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18; გამონაკლისი მოსწავლეთა მინიმალურ რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება იმ რესურსცენტრთან შეთანხმებით, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს საჯარო სკოლა. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება განათლების სფეროში უფლებამოსილ შესაბამის სამინისტროსთან შეთანხმებით.“;

ბ)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) და უცხოური ენები, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ასევე, კლასის გაყოფა დასაშვებია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (სამინისტროსთან შეთანხმებით). გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლებს კი შეუძლიათ კლასი გაყონ იმ საგანშიც/საგნებშიც, რომელსაც აძლიერებენ. გაყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს, ხოლო უცხოურ ენაში – 20-ს. უცხოურ ენებში დასაშვებია განაყოფები დაკომპლექტდეს მოსწავლეთა ენის ფლობის დონის გათვალისწინებით ან ჯგუფები და განაყოფები დაკომპლექტდეს მეორე და მესამე ენების არჩევანის შესაბამისად.“.

5. 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (ისწავლება I-XII კლასებში).“.

6. 56-ე მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი N1-ის შესაბამისად.

7. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი N2-ის შესაბამისად.

8. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი N3-ის შესაბამისად.

9. 83-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 83. ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) წლიური პროგრამები“;

ბ) პირველი პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) დაწყებით საფეხურზე“;

გ) მე-2 პუნქტის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) საბაზო საფეხურზე“.

„3. ეროვნულ სასწავლო გეგმას შეიმუშავებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი“.

იხილეთ ასევე:

ახალი საათობრივი ბადე დამტკიცდა - ცვლილება ეროვნულ სასწავლო გეგმაში

სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203