ახალ წელთან დაკავშირებით, ზედა ბზვანის საჯარო სკოლამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაეწიათ პოპულარიზაცია ჩიჩილაკისთვის (ბასილის წვერისთვის).
საახალწლო დეკორაციისთვის, რომელიც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, კერძოდ გურიასა და სამეგრელოში.
ამ მიზნით ზედა ბზვანის სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ნაფიქრი და მოძიებული ინფორმაცია ფურცლებზე გადაიტანეს და ლამაზი ჩანახატები შექმნეს. თემაზე -„ჩემი ჩიჩილაკი“.