„სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ  ძალიან ბევრს სირთულეს შევეჭიდეთ“ - მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი, სვეტლანა სუხორუკოვა
04-08-2021

კორონავირუსის გამო, 2020-2021 სასწავლო წელს სკოლები უამრავი გამოწვევის წინაში აღმოჩნდნენ. დირექტორებს, საკმაოდ ბევრი სირთულის გადალახვა და დაძლევა მოუწიათ, მათ შორის იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი, სვეტლანა სუხორუკოვა, რომელმაც etaloni.ge-ს კითხვებს საინტერესოდ უპასუხა.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს ? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ?

- როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლიდან მსოფლიო ებრძვის COVID-19 პანდემიას, გამომდინარე აქედან საქართველოც, სამწუხაროდ, ამ სიაშია. სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შემდეგ  ძალიან ბევრ სირთულეს შევეჭიდეთ. პირველივე წუთიდან მოხდა მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობა ამ პროცესში. იყო რამდენიმე პრობლება, მაგალითად ინტერნეტის პრობლემა,ზოგიერთი მშობლის პასიურობა. თამამად შემიძლია ვთქვა, როგორც დირექტორი და მასწავლებელი, შეძლებისდაგვარად, კარგად გავუმკლავდით ამ რთულ და მძიმე მოულოდნელ მოვლენას და 2020-2021 სასწავლო წელი დავასრულეთ კარგი შედეგითა და  მშვიდობიანად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203