განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 3 აგვისტოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებების მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის ქართულენოვანი სკოლებისთვის ახალი ესგ შევიდა მე-9 კლასში, არაქართულენოვნებისთვის კი მე-8 კლასში.
იხილეთ დანართი
დანართში რომელიც „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაშია ატვირთული აღნიშნულია, რომ არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ჯამური საათობრივი დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 35 საათს. ამასთან, კონკრეტულ საგანში შემაჯამებელი დავალებების მინიმალური რაოდენობა უნდა ემთხვეოდეს წლის მანძილზე სასწავლი თემების რაოდენობას.
იხილეთ : მოსწავლეთა რა რაოდენობასა და რომელ საგნებზე იყოფა კლასი - ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებას ხელს განათლების მინისტრი აწერს