თამარიანის საჯარო სკოლამ საახალწლო ღონისძიება სკოლის ფარგლებს გარეთ გამართა
18-01-2018
2018 წლისადმი მიძღვნილი საახალწლო ღონისძიება, თამარიანის საჯარო სკოლამ სკოლის შენობის ფაგლებს გარეთ გამართა. სადღესასწაულოდ მორთულ დარბაზში მოსწავლეები, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად საზეიმო ფორმებში იყვნენ გამოწყობილი. 

ღონისძიებას ორგანიზება ია ბრეგვაძემ და ნანი კაპანაძემ გაუწია და მასში მონაწილეობას VII დან XII  კლასის ჩათვლით კლასის მოსწავლეები იღებდნენ. საღამოს მსვლელობაში მოზარდებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები და მასწავლებლები. 

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, არაფორმალურმა შეხვედრამ ხელი შეუწყო მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთთანამშრომლობას.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203