2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა
08-08-2021
აგვისტოს ომიდან მძიმე და მწუხარებით სავსე ცამეტი წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტო ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში უმძიმეს თარიღად ჩაეწერა, რადგან სწორედ ამ დღეს, კონფლიქტის ზონაში დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია და უკვე, 8 აგვისტოდან რუსეთი ღია ბრძოლაში ჩაერთო.

ეგრედ წოდებული საზღვრისპირას მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები რუსული ოკუპაციის გამო დღემდე განსაცდელში რჩებიან.

აგვისტოს იმ მძიმე დღეებში, უამრავ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლ-კარის დატოვება და დევნილობაში ყოფნა; დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ხუთდღიან ომს დიდი მსხვერპლი მოჰყვა და ყველაზე სამწუხარო ისაა, უკანონო ბორდერიზაცია დღემდე გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ევროსასამართლომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი (8-დან 6 მუხლი) საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები. გადაწყვეტილება დიდმა პალატამ, 17 მოსამართლის შემადგენლობით მიიღო.

ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტო, შინდისის გმირები და მშობლიურ ქვეყანას შეწირული ასობით სიცოცხლე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203