„აუცილებელია მასწავლებლების ვაქცინაცია“ - UNICEF სწავლის დაწყებაზე
08-08-2021

ყოველდღიურად საქართველოში კორონავირუსის დაახლოებით 4 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება და როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ქვეყანა ეპიდემიის მეოთხე ტალღას გადის. ამასობაში კი სასწავლო წლის დასაწყისი ახლოვდება და სულ უფრო ინტენსიურად საუბრობენ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგები იყვნენ აცრილები, რათა სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყოს და არა დისტანციურად. 

სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება UNICEF-ის საქართველოს წარმომადგენელმა მაია ქურციკიძემ და აღნიშნა, რომ ჩვენი ვალია დავიცვათ პედაგოგები:

„ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია - ყველას უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი გამომუშავებული, ამიტომაც UNICEF რამდენიმე თვეა აწყობს შეხვედრებს მასწავლებელთან, ექიმებთან, რელიგიურ ლიდერებთან... მნიშვნელოვანია ამ ადამიანების დარწმუნება, რათა მათ შემდგომ დაარწმუნონ სხვები.

მასწავლებლები წინა ხაზზე მომუშავე პერსონალია და ამიტომაც მნიშვნელოვანია, პირველ რიგში მასწავლებლების ვაქცინაცია, იმიტომ, რომ ბავშვებმა სწავლა განაგრძონ საკლასო ოთახებში. უპირველესია მასწავლებლების დაცულობა - სკოლაში უსაფრთხო გარემოსთვის, აუცილებელია მასწავლებლების ვაქცინაცია. მასწავლებლებს სჭირდებათ პასუხები ლეგიტიმურ კითხვებზე და ამიტომ საჭიროა შეხვედრები - როდესაც ადამიანები იღებენ პასუხებს, მათ უქრებათ შიშები, რაც ჰქონდათ აცრასთან დაკავშირებით“. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203