ანდეზიტის საჯარო სკოლაში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
20-10-2016
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ანდეზიტის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სახელმძღვანელოდ გამოყენებულ იქნა უსტარის გამომცემლობის ,,ლიტერატურული საღამოები სკოლაში“ და სცენარის სახით წარმოადგინეს ,,მენატრები, აფხაზეთო!“.
ასევე გააკეთეს პრეზენტაცია სლაიდ-შოუს სახით.
ღონისძიების ორგანიზატორი ნათელა გელაშვილი-დუგაროვი იყო.
ღონისძიებას სკოლის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.