საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესში ცვლილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შევიდა.
ცვლილების მიხედვით, რომელსაც მინისტრმა ხელი 6 აგვისტოს მოაწერა, განისაზღვრა რეგულირების სფერო.
მუხლი 3. რეგულირების სფერო
ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც სურთ საჯარო სკოლის დირექტორობა. აგრეთვე, განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო), აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი განათლების სამინისტროების, ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომ – რესურსცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) საქმიანობას დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსის პროცესში.
,,1. საგამოცდო პროგრამას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).