სიქთარვის საჯარო სკოლის მე-4 კლასში, ინგლისურის გაკვეთილი მარტინ ლუთერ კინგის დღესასწაულს მიეძღვნა
სიქთარვის საჯარო სკოლის მე-4 კლასში, ინგლისურის გაკვეთილი მარტინ ლუთერ კინგის დღესასწაულს მიეძღვნა.
ინგლისურის პედაგოგებმა კალისიამ და სოფომ გაკვეთილზე მარტინ ლუთერ კინგის მსოფლიოს მიმართ გაკეთებულ მთავარ მესიჯზე გაამახვილეს ყურადღება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არა კანის ფერი მიხედვით, არამედ ხასიათით და ქცევით უნდა განსაჯონ.
ამის დემონსტრირება მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა არაჩვეულებრივად და საინტერესოდ მოახდინეს სხვადასხვა ფერის კვერცხების მაგალითით. მოსწავლეებმა რამდენიმე ინგლისური სიტყვაც შეისწავლეს და რაც მთავარია მარტინ ლუთერ კინგის მთავარი მესიჯიც გააცნობიერეს.
იხილეთ ფოტოები