უნივერსიტეტებთან ამცრელი ცენტრები მოეწყობა
09-08-2021
ვაქცინაციის პროცესის გაფართოების მიზნით, 4 დიდ ქალაქში უნივერსიტეტებთან ამცრელი ცენტრები მოეწყობა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყოველდღიურად სერიოზული მუშაობა მიდის გაფართოებაზე. იგეგმება რამდენიმე დიდი სივრცის შექმნა განათლების სამინისტროსთან ერთად, დიდ უნივერსიტეტებთან მიმართებაში, ოთხ დიდ ქალაქში. ასევე, ბრიგადების დამატება  ისე, რომ აგვისტოს ბოლომდე დღეში 30 ათასამდე აცრა შევძლოთ.

ვაქცინის მარაგიც საკმარისია ქვეყანაში. ამასთან, ყოველ შაბათ-კვირას ქვეყანაში შემოდის „ფაიზერის“ დამატებითი დოზები. გუშინწინაც შემოვიდა „ფაიზერის“ 112 ათასი დამატებითი დოზა და ეს იქნება მუდმივ რეჟიმში. „ფაიზერის“ ნაყიდი 700 ათასი დოზა უნდა შემოვიდეს 20 სექტემბრამდე, რაც დამატებითი რესურსია. ასევე, კოვიდგადატანილ ადამიანებთან მიმართებაში შეიძლება ერთი დოზა იქნეს დაშვებული. მაგრამ ეს მხოლოდ შემოსულ ადამიანებზეა და არა ადგილზე მყოფ პირებთან მიმართებაში. აცრები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელმაც უნდა შეგვაკავებინოს ეს ეპიდსიტუაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203