„დაუნდობლად და უსამართლოდ შედგენილი ტესტები“ - აბიტურიენტების მორიგი მანიფესტი „ნაეკის“ წინააღმდეგ
10-08-2021

აბიტურიენტების ნაწილი ქიმიის ტესტში ბარიერის დაწევას და ქულების მომატებას ითხოვენ. აღნიშნული მიზნით, მათ ონლაინ პეტიცია შექმნეს, რომელსაც ამ დროისთვის 700-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. 

ცნობისთვის, ქიმიის გამოცდაზე წელს 2 232 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. 

„დაუნდობლად“ და „უსამართლოდ“ შედგენილი, ასევე შეფასებული 2021 წლის ქიმიის ეროვნული გამოცდები. აბიტურიენტების უმრავლესობა, მოგმართავთ თხოვნით განიხილოთ ჩვენი შემდგომი არგუმენტები. 

1) დაძაბული, მიმდინარე პანდემიური ფონი. უამრავმა ოჯახმა შემოსავლის მთავარი წყარო დაკარგა. რის გამოც შეუძლებელი გახდა ბავშვების რეპეტიტორებთან მომზადება. ისიც იმიტომ რომ ლარის კურსი არასაკმარისია და დოლარებს ითხოვენ მასწავლებლები. სწორედ ამიტომ არის მსგავსი კატასტროფული შედეგები ბოლო ორი წელია. უნდა გითხრათ ისიც, რომ სკოლის სახელმძვანელოს დონით მსგავსი სირთულის ტესტის დაწერა შეუძლებელია. ასევე ითხოვთ მათემატიკურ განათლებას, მაშინ როდესაც ქიმიასთან ეს არანაირ კავშირშია. საქართველო გაჭირვებაშია. ქართველ კაცს უჭირს, ბევრმა ვერ მოამზადა შვილი რეპეტიტორთან, ასეთებიც ვართ ამ სიაში. 

2) საგულისხმოა პანდემიური მდგომარეობა. ორი წელი online სწავლებაზეა საქართველოს მოსწავლეები, შეჩერებული ტრანსპორტი, კომენდანტის საათი რის გამოც ვერ დავდიოდით რეპეტიტორებთან. ეკრანს მიღმა კი ქიმიის აღქმა-გაგება შეუძლებელია. 

3) საგულისხმოა, რომ თქვენი სურვილისამებრ საკითხების შემცირება და დროის ნაკლებობა. თქვენ შეიტანეთ ისეთი ტესტები, რომლებიც არ იყო დაბალ დონეზე გათვლილი. ბარიერის 4 ქულაზე დაკლებაც არაფერში წაგვადგა. 

ძალიან გთხოვთ შეხვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში და დაგვეხმაროთ. ერთ წლიან ღამის თევებსა და შრომას წყალში ნუ ჩაგვიყრით. 

ამ ყველაფრის ფონზე სრულიად გენიჭებათ ვალდებულება შეხვიდეთ ჩვენს მდგომარეობაში და განიხილოთ პეტიცია განურჩევლად ვარიანტისა დაწიოთ ბარიერი და მოგვიმატოთ ქულები“  - აღნიშნულია პეტიციის ტესტში.

იხილეთ ასევე: „მასწავლებლები დოლარებს ითხოვენ... ერთი ქულის დაკლება არაფერში წაგვადგება“ - აბიტურიენტების მანიფესტი

„გამოაცხადეთ ორივე ვარიანტი რთულად და დაგვიმატეთ ქულები“ - როგორ აფასებენ მათემატიკის გამოცდას აბიტურიენტები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203