დღეიდან, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთის გამოცდის დამატებითი სესიები დაიწყო, რომელიც 12 აგვისტოს დასრულდება. დამატებით გამოცდას 205 აპლიკანტი ჩააბარებს, ეს ის პირები არიან რომლებიც ძძირითად გამოცდებზე კოვიდის გამო ვერ გავიდნენ. როგორც აპლიკანტები etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნავენ, მოლიდინი კარგი აქვთ, ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი კი შესაძლოა, მაღალი ტემპერატურა იყოს.
„მათემატიკის გამოცდაზე გავდივარ. ჩემი საგანი ინგლისური, წლების წინ ჩაბარებული მაქვს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მაქვს. ამიტომ ახლა მნიშვნელოვან რამეს არ მიწყვეტს ეს გამოცდა, უბრალოდ ინტერესის გამო ვაბარებ. მე ჰუმანიტარი ვარ განათლებით და ტექნიკურ საგნებს უბრალოდ ინტერესის გამო ვაბარებ. ვფიქრობ, რომ მარტივია 1-6 კლასი და ვნახოთ, როგორ გავართმევ თავს“.
„ქართულ ენასა და ლიტერატურას ვაბარებ. უნივერსიტეტი უკვე დავამთავრე და ახლა პირველად გავდივარ ამ გამოცდაზე. კარგი მოლოდინები მაქვს“.
„ქიმიის გამოცდას ვაბარებ. მეორედ გავდივარ ამ გამოცდაზე. კარგი მოლოდინები მაქვს და ვნახოთ რა იქნება. ძირითად გამოცდაზე კოვიდმა შემიშალა ხელი. ახლა, ჩემს მდგომარეობაში, ალბათ სიცხე უფრო შემიშლის ხელს, მეტი არაფერი“.