დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში მთის სტატუსი 1 800-მდე დასახლებას აქვს მინიჭებული, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრები 256 500-მდე ადამიანია. არსებული რეგიონების საჯარო სკოლებში პრობლემად რჩება მასწავლებლების სიმცირე და კვალიფიკაციური კადრები.
მასწავლებელთა ნაკლებობა არის, როგორც მაღალმთიან რაიონებში, ასევე საქართველოს სხვა კუთხეებშიც. პედაგოგთა დეფიციტს განიცდიან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში. არის შემთხვევები, როცა სკოლას არ ჰყავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის მასწავლებელი და საგანს იმავე სკოლის უფროსი კლასის მოსწავლე ასწავლის. ასეთი სიტუაცია, ბუნებრივია, არ უზრუნველყოფს მოსწავლეთათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე.
არსებული ვითარების გამო, განხორციელდა პროექტი „ასწავლე საქართველოსთვის“ , რომლის ფარგლებშიც გრძელდება მასწავლებელთა მაღალმთიან რეგიონებში მიწვევა. პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლები სკოლებში დასაქმდებიან სულ მცირე ერთი აკადემიური წლით და ამ პერიოდის განმავლობაში იზრუნებენ სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე.
მთაში მცხოვრები მოქალქეები სხვადასხვა სოციალური ან/და საგადასახადო შეღავათით სარგებლობენ. ის მასწავლებლები, რომლებიც მაღალმთიან საჯარო სკოლებში ასწავლიან, საბაზო თანამდებრობივი სარგოს არანაკლებ 35%-ის დანამატს იღებენ, ხოლო „ასწავლე საქართველოსთვი“ პროგრამაში ჩართული მასწავლებლები - 50%-იან დანამატს.
ყოველწლიურად 10 ათასზე მეტ მასწავლებელზე გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით. ჯამში გაცემულია - 62 მლნ ლარზე მეტი.
მასწავლებლების ანაზღაურება მთაში არის: • 2020 წელს - 800-დან 1880-ლარამდე; • 2021 წელს 865-დან - 1980-ლარამდე.