საკუთარი გამოცდილება აწყურის საჯარო სკოლის პედკოლექტივს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა გაუზიარა
19-01-2018
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, ლადო აფხაზავა, აწყურის საჯარო სკოლაში 2018 წლის პირველი სტუმარი იყო. იგი სკოლაში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და პედაგოგებს სწავლის მისეული ხედვა გაუზიარა.

პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სიტყვებით დაიწყო - "ცოდნა ანთებულ სანთელს გავს. ერთი სანთლით შეგიძლია ათას სხვა სანთელსაც მოუკიდო. ამით სანთელს არც ალი დააკლდება და არც სინათლე"

ლადო აფხაზავა კოლეგებთან აქტიური თანამშრომლობით გამოირჩევა, როგორც საკუთარ, ისე რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით არსებულ სკოლებში. აწყურის სკოლის პედაგოგების თქმით, მისმა ვიზიტმა ამჯერადაც ნაყოფიერად ჩაიარა და მან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ლადო აფხაზავამ პედკოლექტივს არამარტო პროექტული სწავლების, არამედ ის მეთოდოლოგიაც გაუზიარა, რითად ახერხებს რომ მისი ყველა გაკვეთილი მრავალფეროვანი, განსხვავებული და ეფექტიანი იყოს. ლადომ პედაგოგებს მის მიერ განხორციელებული პროექტებიც გააცნო.

აწყურის საჯარო სკოლის სახელით უდიდესი მადლობა ბატონ ლადოს ამ საინტერესო, ნაყოფიერი და დაუვიწყარი დღისთვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203