აცრა ნებაყოფლობითია, თუმცა მასწავლებლებისთვის და ექიმებისთვის შეიძლება დადგეს მომენტი...
15-08-2021

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, პედაგოგებისთვის და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აცრის სავალდებულობასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ იმედი აქვს სახელმწიფო თავს აირიდებს ამ ნაბიჯისგან.

„ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციაზე ჩვენ არ ვმსჯელობთ. თუმცა შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ვაქცინაცია გარკვეული სეგმენტის კატეგორიებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც დადგეს ეს პრაქტიკა. მაგრამ შეიძლება ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალდებულებები სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრმა ბავშვებში ვირუსის მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსით ბავშვების ინფიცირება სულ უფრო და უფრო ნაკლებია.

„ბავშვების ტალღა ჩვენ თითქმის გადავიარეთ, რადგან გაცილებით უფრო მძიმე პაციენტები გვყავდა, დაახლოებით, 2 კვირის წინ. შესაბამისად, ჩვენ მობილიზაცია გავუკეთეთ ბავშვთა საწოლების მაქსიმალურ რაოდენობას. დღესდღეობით ძალიან კარგია, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებია ბავშვებში ინფიცირება. ჩვენ ამას ალბათ ვირუსის თვისებას არ დავაბრალებთ, დავაბრალებთ უფრო მეტად იმას, რომ მშობლებიც, გამომდინარე იქედან, რომ დაინახეს რამდენად აგრესიულია ვირუსი ბავშვებთან მიმართებაში, გაცილებით უფრო ფრთხილები გახდნენ და იცავენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203