სავალდებულო იქნება თუ არა 2 კვირაში ერთხელ კოვიდტესტირება აცრილი მასწავლებლებისთვის
11-08-2021

კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გასულ სასწავლო წელს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო ტესტირება მიმდინარეობდა და ამ საკითხს  სახელმწიფო არეგულირებდა.

უფრო კონკრეტულად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ს სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება  2 კვირაში ერთხელ უტარდებოდა. დანარჩენი თანამშრომლები კი სწრაფი ტესტით მოწმდებოდნენ.

საინტერესოა, ახალი სასწავლო წლიდან, აცრილ პედაგოგებს დასჭირდებათ თუ არა ყოველ ორ კვირაში ტესტირება?

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს დავუკავშირდით. ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეგულაციები სკოლებს დაეგზავნებათ, თუმცა აცრა ტესტირებას არ გამორიცხავს და  ახალი სასწავლო წლიდან, აცრილი თუ აუცრელი პედაგოგების სიტემატური ტესტირება, დიდი ალბათობით, ისევ გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203