სავანეთის საჯარო სკოლის IX- X კლასის მოსწავლეები ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკას ეწვივნენ. ვიზიტი სასკოლო პროექტის „თანამშრომლობა მულტიკულტურულ გარემოში“ ფარგლებში განხორციელდა.
ბოლნისის საბავშვო ბიბლიოთეკაში მათ ქართული სკოლებიდან მოწვეული მოსწავლეები დახვდნენ. ქართველმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა ერთობლივად წაიკითხეს ქართულ ენაზე ლექსები, ამონარიდები მწერალთა ცხოვრებიდან და ა.შ.
პროექტის მეშვეობით ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს და მათ შორის ერთგვარი თანამშრომლობა შედგა, რაც ორგანიზატორების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტს, პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი ხელმძღვანელობდა.