მასწავლებელთა გამოცდის დამატებით სესიებზე უკვე გამოყენებული ტესტები მოვიდა? – „ნაეკის“ განმარტება აპლიკანტებს
მაწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის დამატებითი სესიები 10 აგვისტოს დაიწყო და 12 აგვისტოს დასრულდება, აღნიშნულმა ტესტებმა აპლაკნტების ნაწილში გაურკველობა გამოიწვია. მასწავლებლებს ჰგონიათ, რომ დამატებით გამოცდაზე იგივე ტესტები განმეორდა, რომელიც ძირითადი სესიების დროს წერეს აპლიკანტებმა.აღნიშნული საკითხი
etaloni.ge - მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან გადაამოწმა. როგორც უწყებაში გვითხრეს,
დამატებით სესიებზე ყველა საგანში არსებული ტესტი განსხვავებულია წინა ტესტებისგან და აპლიკანტებისთვის არც ერთ საგანში არ გამეორებულა უკვე დაწერილი ვარიანტი.
დამატებით გამოცდების განრიგი:
11 აგვისტო
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
- ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) - პრაქტიკული ნაწილი;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - პრაქტიკული ნაწილი.
12 აგვისტო
- უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.
იხილეთ: „სექტემბრის 20-მდე, შესაძლებელია, იცოდნენ პასუხები“ - სოფიო გორგოძე მასწავლებლების გამოცდის შედეგებზე