მოსწავლეებისა და სტუდენტების შეფასების სისტემას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განმარტავს - ბრძანება ძალაშია
16-08-2021

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ფუნქციები დაემატა. უფრო კონკრეტულად კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს და ავითარებს უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებლებს. ამ მიზნით, შეუძლია შექმნას დარგობრივი საბჭოები/სამუშაო ჯგუფები;

ცენტრს ევალება სტუდენტის, პროფესიული სტუდენტის და მოსწავლის შეფასების სისტემასთან დაკავშირებით განმარტებების მომზადება; ასევე უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების და განვითარების პროცესების მართვა; უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების შექმნის/განვითარების მიზნით და სწავლის სფეროების ფორმირებასთან დაკავშირებული დასკვნების მომზადება; კვალიფიკაციების ელექტრონული პლატფორმის შემუშავებისა და განვითარების ხელშეწყობა და ასევე, უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოების საქმიანობის ხელშეწყობა და მართვა“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203