პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის და ადმინისტრირების წესი დამტკიცდა. წესი არეგულირებს პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის (შემდგომ – ელექტრონული სისტემა) შექმნის, მართვის და ადმინისტრირების წესსა და პირობებს.
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N131 დადგენილებით დამტკიცებულ „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობებში“ განმარტებულ ტერმინებს.
ელექტრონული სისტემა წარმოადგენს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (შემდგომ – მართვის სისტემა) სერვერზე განთავსებულ ბაზას, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის N131 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობებით“ დადგენილი წესის მიხედვით, ელექტრონულად ხორციელდება როგორც პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების, ისე პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დამატებითი უფლების მოპოვების გარეშე განხორციელებასთან დაკავშირებული საქმისწარმოება და შესაბამისი ეტაპები.
დეტალები იხილეთ ბმულზე.