შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოქალაქეთა ოფიციალური განცხადებების მიღებას ელექტრონული ფორმატით აგრძელებს. მსურველებმა განცხადებები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის ახალ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.
იმისათვის, რომ gancxadebebi@naec.ge-ზე შემოსულ წერილებს მიეცეს მსვლელობა, განცხადება უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, ხელმოწერილი და დასკანერებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადებას არ მიეცემა მსვლელობა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუბრუნდება განმცხადებელს.
განცხადებაში უნდა იყოს აღნიშნული:
- იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
- განმცხადებლის ვინაობა, მისამართი (სასურველია - ტელეფონის ნომერი);
- მოთხოვნა;
- განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა;
- განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა, მათი არსებობის შემთხვევაში. განცხადებას უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას წერს პირის კანონიერი წარმომადგენელი, კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობის ასლიც), ასევე, ყველა ის საბუთი, რომელთა წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
დამატებით გაცნობებთ, რომ კითხვების დასმა და რიგი საკითხების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომლებიც არ საჭიროებს ოფიციალურ განხილვას, იგზავნება კვლავინდებურად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე - info@naec.ge