ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმეა და ამ ფონზე სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა რა ფორმატით დაიწყება სწავლა 15 სექტმბერს, რაზეც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერრინე ტიკარაძემ, განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და ეს საკითხი დამოკიდებულია 4 სექტემბერისთვის არსებულ ეპიდსიტუაციაზე.
„ჯერ უნდა დაველოდოთ 4 სექტემბრისთვის რა მდგომარეობა გვექნება და ამის შემდეგ შემიძლია კონკრეტულად გითხრათ, რა რეკომენდაციებს გასცემს ჯანდაცვის სამინისტრო. ამ ეტაპზე, მიმაჩნია, რომ ნაადრევია ამაზე საუბარი“.