„სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გავცემთ, თუ ამ ტიპის ეპდისიტუაცია იქნება“
17-08-2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სწავლა აუდიტორიებში მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება.

„თუ ამ ტიპის ეპდისიტუაცია იქნა, 15 სექტემბრისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ველით, რომ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტანეთ და აცრების ინტენსივობამ სერიოზულად უნდა შეამციროს ქვეყანაში ახალი შემთხვევების მაჩვენებელი და თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა ჩამოვიდა, მაშინ დადგება საკითხის სწავლის განახლების შესახებ. დღეს დადებითობის მაჩვენებელი 10%-ის ფარგლებშია“,- ამირან გამყრელიძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203