„სწავლის განახლებასთან მიმართებით საბჭო ერთობლივად იმსჯელებს“ - ტიკარაძე
18-08-2021

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, განაცადა, რომ მნიშვნელოვანია დააკვირდნენ ეპიდემიის გავრცელებას - დაახლოებით 2 კვირაში  გარკვეულ შედეგებს ელოდებიან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სწავლის განახლებასთან დაკავშირებული მიდგომები აღნიშნულ შედეგებზე დაყრდნობით გადაწყდება.

„რაც შეეხება სწავლის განახლების პროცესს, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას, დაახლოებით 2 კვირაში ველოდებით გარკვეულ შედეგებს. შედეგებიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, საბჭოს წარუდგენს არსებულ რისკებსა და შედეგებს, რის შემდეგაც საბჭო ერთობლივად იმსჯელებს სწავლის განახლებასთან მიმართებით, რა მიდგომები იქნება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203