პროფესიული განათლების მიღების მსურველებს 20 აგვისტოს ჩათვლით აქვთ შესაძლებლობა, შეთავაზებული პროგრამიდან მათთვის სასურველი აირჩიონ და დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. დღეისთვის საქართველოს ყველა რეგიონში 70-ზე მეტი საჯარო და კერძო პროფესიული კოლეჯი მოქმედებს.
2021 წლის მიღებისთვის, საჯარო და კერძო პროფესიული დაწესებულებები სტუდენტებს120- მეტი დასახელების პროგრამაზე მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ შემუშავდა პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესი, რომლის თანახმად, წელს პირველად, ერთიანი მიღების ფარგლებში იქნება შესაძლებელი ჩარიცხვა არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა კერძო დაწესებულებაში. ამდენად, ავტორიზებული სასწავლებლები, მათ შორის, კერძო დაწესებულებრბი, სტუდენტებს მხოლოდ ერთიანი მიღების ფარგლებში, საერთო პლატფორმის მეშვეობით ჩარიცხავენ.
ახალი მიდგომა პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობას უზრუნველყოფს.
2021 წელს შეთავაზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების სრული ჩამონათვალი იხილეთ - vet.emis.ge