სავანეთის საჯარო სკოლიდან „ეტალონის“ პირველი ტურის ბარიერი ოთხმა მოსწავლემ გადალახა
22-01-2018
სავანეთის სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულ სკოლაში ტესტირება ქართულ ენაზე გაიმართა და მასში მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ სავანეთის აზერბაიჯანულ სკოლაში ქართული სექტორებიც ფუნქციონირებს.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა აზერბაიჯანულია, „ეტალონის“ პირველ ეტაპზე მონაწილე 21 მოსწავლიდან ბარიერი ოთხმა მოსწავლემ გადალახა.

შეგახსენებთ, ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ტური სავანეთის სკოლაში 2018 წლის 17 იანვარს ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203