კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, ტესტირების ყოველ 14 დღეში ჩატარების ვალდებულება სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლებს არ აქვთ. ბრძანება ძალაშია და მას ხელს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის №975 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ამ განკარგულებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ტესტირება (ნაცხის აღებისა და ნიმუშების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ჩატარება) ექვემდებარება დაფინანსებას, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, პროგრამის სერვისების მიმწოდებლად რეგისტრირებული დაწესებულებებისთვის, გარდა ამავე განკარგულების №1 დანართის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა, რომელთა ტესტირება 2021 წლის 1 ოქტომბრამდე ექვემდებარება დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დადგენილი წესით, ხოლო 2021 წლის 1 ოქტომბრიდან ტესტირების დაფინანსება მოხდება ამ წესის პირველი პუნქტის „შ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობის მიმღების მიერ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული მეთოდითა და პერიოდულობით. ამასთან, ტესტირება უნდა განხორციელდეს „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ტესტირების სერვისის მიმწოდებლად ეროვნულ ცენტრში რეგისტრირებულ რომელიმე დაწესებულებაში/ლაბორატორიაში.“;
„შ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ტესტირების ყოველ 14 დღეში ჩატარების ვალდებულება გადავადდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის შესაბამისად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყების თარიღამდე.
ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირები (გამოსაცდელები) საგამოცდო ფურცლის წარდგენის შემთხვევაში.
შენიშვნა: ამ წესის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ტესტირება ხორციელდება პჯრ მეთოდით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებამდე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების შესაბამისად.“;
14. 2021 წლის 1 ოქტომბრამდე ანტიგენის (SARS-CoV-2 Ag) სწრაფი მეთოდით ტესტირება უპირატესად ხორციელდება ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „თ“, „ო.გ“ და „ტ“ ქვეპუნქტებით, ასევე 41 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებში.“;
„16. 2021 წლის 1 ოქტომბრამდე ამ წესის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „თ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების ტესტირება ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2021 წლის 30 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.