მასწავლებლებს გეგმურ ოპერაციებს სახელმწიფო დროებით ვეღარ დაუფინანსებს - კანონში ცვლილება შევიდა
22-08-2021

მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიური რთული ვითარებიდან გამომდინარე, გეგმიური ქირურგიული ოპერაციები 1 ოქტომბრამდე საყოველთაო ჯანდაცვით აღარ დაფინანსდება. ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 10 აგვისტოს მოაწერა ხელი. შესაბამისად, ყველა პედაგოგს, რომლებიც გეგმიური ქირურგიული ოპერაციებისთვის დაფინანსებას სახელმწიფოსგან ელოდნენ, სამედიცინო მომსახურებისთვის კვლავ ლოდინი მოუწევთ. ცვლილება არ ეხება სასწრაფო, კარდიოლოგიურ და ონკოლოგიურ ოპერაციებს. 

„COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2021 წლის 27 ივლისიდან  2021 წლის 1 ოქტომბრამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართი №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართი 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2021 წლის 27 ივლისამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე,“ - წერია კანონში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203