სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია. შედეგების სანახავად გადადით ბმულზე.
სააპელაციო განაცხადები მიიღება 20 აგვისტოს 10:00 საათიდან 24 აგვისტოს 18:00 საათამდე ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური - 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
- აპელაციისათვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ორ ველში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.
- მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროთ ღილაკს „შესვლა“ და დაიწყოთ განაცხადის შევსება, რომელსაც სისტემა შეინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
- გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- ვებგვერდზეepay.ge- საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge -საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
- OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი (თანხა აისახება მომდევნო დღეს).
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც გამოცდის მონაწილეს, ასევე იმ პირსაც, რომელიც გადახდისას მიუთითებს აპლიკანტის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.