ბოლო ერთ კვირაში სკოლებში, საქართველოს მასშტაბით, 200-ზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა. მოთხოვნაა როგორც საგნის პედაგოგებზე, ასევე ფსიქოლოგებზე, სპეციალურ მასწავლებლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომელზე. ვაკანსიების ჩამონათვალში სკოლის ექიმებიც არიან.
როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით? - პირველ რიგში, უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე teacherjobs.ge, მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და კვალიფიკაცია.
ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სავარაუდო ხელფასი, სამუშაო საათების ოდენობა და სკოლის საკონტაქტო მონაცემები. ვაკანსიის ბოლოში დააჭერთ ღილაკს „მოთხოვნის გაგზავნა“ და თქვენი რეზიუმე ადრესატთან ავტომატურად გაიგზავნება.
ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: teacherjobs.ge.