ზაფხულში პედაგოგებმა სავალდებულო ტრენინგები გაიარეს, თუმცა ნაწილმა დარეგისტრირება ვერ მოასწრო, მასწავლებლების ნაწილს კი მასწავლებლის სახლი არ დაკავშირებია. ბუნებრივია, გაჩნდა უამრავი კითხვა, თუმცა როგორც ირკვევა, არც ერთი მასწავლებელი ტრენინგის გარეშე არ დარჩება და მათ უახლოეს მომავალში დაურეკავენ. ამის შესახებ etaloni.ge-სთან ბერიკა შუკაკიძემ კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება და განაცხადა:
„არ გვინდოდა მასწავლებლები ზაფხულში კიდევ ზედმეტად დაგვეტვირთა, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტრენინგებს 4 სექტემბრიდან განვაახლებდით“.
რაც შეეხება ხანგრძლივობას, როგორც ბერიკა შუკაკიძემ აღნიშნა, ტრენინგები პედაგოგებისთვის 4-დან 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
იხილეთ ასევე: