„მეჯლისი საზღაპრეთში“ - ზედაგორას საჯარო სკოლის „ზღაპრული“ საახალწლო ღონისძიება
22-01-2018
„მეჯლისი საზღაპრეთში“ - ზედაგორას საჯარო სკოლაში, ახალი წლის დღესასწაული ამ სახელწოდების ზეიმით აღნიშნეს.

სხვადასხვა ზღაპრის გმირის კოსტიუმებში გამოწყობილმა მონაწილეებმა,სამეჯლისო დარბაზში ნამდვილი სადღესასწაულო წარმოდგენა დადგეს. ზეიმზე ბავშვებმა ზღაპრების გმირები გააცოცხლეს: ფიფქია, მძინარე მზეთუნახავი, კონკია და მისი პრინცი, ჯუჯები, მაშა და დათვი, სამი გოჭი, სალამურა და ბაია, წუნა და წრუწუნა, ბელი და ურჩხული. ფერიები და სხვა. 

ზღაპრული დეკორაციით გაფორმებულ სცენაზე პატარებმა მხატვრული კითხვა, საცეკვაო ნომრები და სხვა აქტივობები წარმოადგინეს. ფერიებმა მოკლე და საინტერესო ტექსტით მიულოცეს საზოგადოებას ახალი წლის დადგომა და მოუთხრეს ქართული საახალწლო ტრადიციების, ნაძვის ხის მორთვის ტრადიციის შესახებ. 

ზეიმი ფეიერვერკით დასრულდა. თოვლის ბაბუამ მონაწილეებს საჩუქრები დაურიგა. ბავშვებმა ტკბილეულთან ერთად კლასის დამრიგებლისგან საჩუქრად წიგნებიც მიიღეს.

ზეიმს კოლეგების დახმარებით ორგანიზებას ხელოვნების პედაგოგი - მანანა ვაშაყმაძე და მუსიკის მასწავლებელი, ნონა მხეიძე უწევდნენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203