დასწრებითი სწავლება იმ სკოლებში დაიწყება, სადაც მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის 80% იქნება აცრილი - გამყრელიძე
20-08-2021

თუ სკოლებში, პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია, სასწავლო წელი სკოლის კედლებში განახლდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით სწავლის დაწყების რეკომენდაციის გაცემა რთულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პედაგოგთა 30% არის აცრილი, არადა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ მასწავლებელთა 40%-მდე უკვე აიცრა და იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენი მონაცემებით, სკოლის პედაგოგების 30%-ია აცრილი. თუმცა, განათლების სამინისტრომ ჩაატარა გამოკითხვა და ამბობენ, რომ ეს მონაცემი არის 40%-მდე. ჩვენი მონაცემები ორი კვირის წინანდელია და კარგია, რომ ეს 40%-ია.

უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებდით სკოლებს, თუ იქ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობენ და ბავშვებთან შეხება აქვთ, 80% იქნება აცრილი. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ სადაც 80% იქნება აცრილი, იქ შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება.

რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ, თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნა, როგორიც დღესაა, დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყების თაობაზე“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203