„თუ ეს ციფრები შენარჩუნდება, სწავლის განახლება არ მგონია სწორი“ - ივანე ჩხაიძე
22-08-2021

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების იმ ფონზე, როგორიც დღეს ქვეყანაშია, სწავლის განახლება არ იქნება სწორი.

„თუ ეს ციფრები შენარჩუნდება და არ იქნება მნიშვნელოვანი შემცირება, არც ერთი დახურული სივრცის თავისუფალ გამოყენებაზე ალბათ, არ იქნება საუბარი. სწავლის განახლება ყოველდღიურად 3-4 ათასი ინფიცირებულის ფონზე, რა თქმა უნდა, არ მგონია სწორი“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ და განმარტა, რომ მნიშვნელოვანია სკოლის თანამშრომლების ვაქცინაცია.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, პედაგოგების ვაქცინაციის დღევანდელი მაჩვენებელი 40-45 %-ია, რაც ნამდვილად დაბალია. ჩვენ ვერ ვახერხებთ ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით საქართველოში მხოლოდ 16-18 წლამდე ასაკის ბავშვებს ვცრით. 12-დან 15 წლამდე ასაკზე, რომელიც მომდევნო ასაკია, ჯერ კიდევ განხილვისა და მოლოდინის რეჟიმში ვართ, ველოდებით ჯანმოს გადაწყვეტილებას, თუმცა ვფიქრობთ, თუ ასეთი მდგომარეობა დარჩა ქვეყანაში, შესაძლოა, საქართველომ, ისე როგორც ევროპის უმრავლესმა ქვეყანამ, ჩრდილოეთ ამერიკამ, იაპონიამ, შეცვალოს მინიმალური ასაკობრივი ზღვარი და 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში დავიწყოთ ვაქცინაცია. თუ ასეთ მძიმე ეპიდემიური ვითარება დარჩება, ვფიქრობ, სექტემბერში ამ საკითხის განხილვა უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკის“ ეთერში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203