„ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, ქვემო ქედის საჯარო სკოლაში, საინტერესო ვიქტორინა მოეწყო
22-01-2018

ქვემო ქედის საჯარო სკოლაში,VIII    და  IX  კლასის   მოსწავლეებში, ბიოლოგიის საგანში ვიქტორინა ჩატარდა.

ვიქტორინაში სულ 12-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. აქედან მეორე ტურში 6 მოსწავლე გადავიდა, მესამე ტურში კი 3 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებსაც სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ბიოლოგიის ვიქტორინაში პირველი ადგილის მფლობელი თამარ ხარხელაური გახდა. მეორე ადგილზე ანა ბურდული გავიდა, მესამე კი გიორგი ბაინდურაშვილმა დაიკავა.

ვიქტორინას მოსწავლეები და სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ. მათი თქმით, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მოსწავლეებში მოტივაციას ზრდის და ასევე ხელს უწყობს სწრაფ აზროვნებას.

ვიქტორინას ორგანიზება ქვემო ქედის საჯარო სკოლის ბიოლოგიის კონსულტანტ-მასწავლებელმა,მზევინარ წიკლაურმა გაუწია. ვიქტორინა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ფარგლებში ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203