განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სწავლის დისტანციურად დასაწყებად ემზადება. მთელი საქართველოს მასშტაბით დირექტორებს მოსწავლეთა ტექნიკურ საშუალებებსა და ინტერნეტთან ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციის მოძიება დაევალათ. სამინისტრო, ძირითადად, სოციალურად დაუცველი მოსწავლეებით დაინტერესდა.
დამრიგებლებმა დირექტორს უნდა აცნობონ:
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განმარტა, რომ არ გამორიცხავს სასწავლო წლის დისტანციურად დაწყებას და ეს დამოკიდებულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.
„არ გამოვრიცხავთ დისტანციურ სწავლებას დამოკიდებული ვართ ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებლებზე, ამისთვის მზად ვართ და იცით, რომ ყველანაირი რესურსი მომზადებულია ზოგადი განათლების საფეხურზე“, - განაცხადა მიცკევიჩმა და აღნიშნა, რომ ინტერნეტიზაციასთან დაკავშირებით სამინისტროს მხრიდან არის სხვადასხვა პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, მიუხედავად ამისა, ინტერნეტის თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით ბევრი გამოწვევა რჩება.
„ჩვენთვის თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვა ასევე პედაგოგების და პროფესიული მასწავლებლებისა, უპირველესია და ჩვენ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
იხილეთ ასევე:
სწავლის დისტანციურად დასაწყებად პედაგოგები მზად არიან, თუმცა სოფლის პირობებში ონლაინ-სწავლა რთულია - დირექტორები დისტანციური სწავლების შესახებ