შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს. აქვეყნებს.
სტატისტიკურ მონაცემებში საგნების მიხედვითაა აღნიშნული, რომელი საგანი რამდენმა აპლიკანტმა ჩააბარა, რომელი ვარიანტი იყო უფრო რთული და რამდენმა პროცენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
2021 წლის ეროვნულ გამოცდებზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ზღვარი გადალახა აბიტურიენტების 95.03%-მა; უცხოურ ენაში: ინგლისურში - 93.54%-მა, ფრანგულში - 89.58%-მა, გერმანულში - 91.34 %-მა, რუსულში - 87.51%-მა.
რაც შეეხება მათემატიკას, ზღვარი გადალახა 82.65%-მა, ისტორიაში კი - 92.78%-მა.
სტატისტიკურ ანალიზს დეტალურად გაეცანით ბმულზე.