დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დასწრებულ სწავლებაზე რეკომენდაციის გასაცემად, სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა.
რაც შეეხება კითხვას, სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება თუ არა, გამყრელიძემ უპასუხა, რომ ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს.
„ამ დღეებში რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლებაზე. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი, დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხედვით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო“.