მასწავლებლები სკოლაში სიარულს ვერ შეძლებენ - საკითხი, რომელზეც არავის უფიქრია
25-08-2021

მასწავლებლების შვებულება იწურება და როგორც გაწერილია - არაუგვიანეს 2 სექტემბრისა, ისინი სკოლაში უნდა გამოცხადდნენ. აქ ახალი არაფერია, თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ პედაგოგებს გარკვეული პრობლემები შეექმნებათ და დიდი ალბათობით ისინი, დათქმულ დროს სამუშაო ადგილზე ვერც გამოცხადდებიან.

მიზეზი მარტივია და ყველასთვის ნაცნობი - ქვეყანაში ტრანსპორტი არ მოძრაობს და შესაბამისად, მასწავლებლებს, ამ მხრივ, პრობლემები უდავოდ შეექმნებათ. დაგვეთანხმებით, ყველას არ ჰყავს ავტომობილი და არც იმის საშუალება გააჩნია, ტაქსით გადაადგილდეს; მით უმეტეს, საქვეყნოდაა ცნობილი, ამ სატრანსპორტო ლოქდაუნის პირობებში, ტაქსოკომპანიებმა ტარიფები როგორ გააძვირეს და პირდაპირი მნიშვნელობით, მოსახლეობის ძარცვაზე გადავიდნენ.

ჰოდა, საინტერესოა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ივლის მასწავლებელი სკოლაში, როცა დღეში საშუალოდ 20 ლარის გადახდა მოუწევს ტაქსისთვის? გამოდის, შეზღუდვის მოხსნამდე მათ ხელფასის სოლიდური ნაწილი მძღოლებს უნდა გადაუხადონ? წინააღმდეგ შემთვევაში, სკოლების ხელმძღვანელები გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდნენ და დასაქმებულებს, არსებული შეზღუდვის მოხსნამდე, სამსახურში გამოცხადება არ მოსთხოვონ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203